საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციის თანამშრომლებმა არალეგალი ემიგრანტების ტრეფიკინგის საქმეზე 51 წლის ქართველი დააკავეს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კავალა-თესალონიკის ძველ გზატკეცილზე 20 აპრილს გააჩერეს სატვირთო მანქანა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა.
სატვირთოს შემოწმებისას მანქანაში აღმოჩნდა ექვსი უცხოელი სირიიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ დოკუმენტები, ემიგრანტებს შორის ერთი ბავშვი იყო.
საქმეზე წინასწარ გამოძიებას მიგდონიის იმიგრაციის მართვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლები აწარმოებენ.
კომენტარები