მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს”

“სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს”

საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია. თურმე, რაღაც სამაჯური უნდა ჰქონდეს და ა.შ. სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ფრანგულ France 24-თან.

ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და სალომე ზურაბიშვილს აქვს ეს ინსტრუმენტი.

“პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი კი არ აქვს რამე, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი, ეს არის ჩემი დამოკიდებულება.

არ ვეთანხმები იმას, რომ თურმე, ვიღაცას რაღაცა სამაჯური უნდა ეკეთოს და ა.შ. პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამაჯურით არ იაროს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები