ეროვნული ლიგის 35-ე ტურში “დინამო თბილისი“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე “სამტრედიას“ ესტუმრა.
მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
ჩემპიონის ბედი „სამტრედიისა“ და თბილისის “დინამოს“ დღევანდელი შეხვედრისას გადაწყდა და ბათუმის “დინამო” ისტორიაში პირველად ჩემპიონი გახდა.
35 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 67 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, ბათუმის „დინამოს“ (71) ვეღარ დაეწევა, “სამტრედიამ“ (20) კი ლიგაში დარჩენის შანსი სამი ტურით ადრე დაკარგა და მომავალ სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში დაიწყებს.
კომენტარები