მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პერსონალი მძიმე სამუშაო პირობებს და დაბალ ხელფასს აპროტესტებენ

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პერსონალი მძიმე სამუშაო პირობებს და დაბალ ხელფასს აპროტესტებენ

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პერსონალი მძიმე სამუშაო პირობებს და დაბალ ხელფასს აპროტესტებენ. ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი პირები ხელფასების 100%-იან მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ პრობლემის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიუღიათ.

“სასწრაფოში დასაქმებულები ითხოვენ ხელფასის 100%-ით ზრდას. ჩვენ წინა კვირას გვქონდა შეხვედრა მინისტრის ორ მოადგილესთან და დამსაქმებელთან. ისინი შეგვპირდნენ, რომ 1 კვირის განმავლობაში შეიმუშავებდნენ ახალ მოდელს და დატვირთვიდან გამომდინარე დაითვლებოდა, შესაბამისად, გაიზრდებოდა მათი ხელფასი. თუმცა, ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, ეს დაპირება ვერ მივიღეთ, დასაქმებულებმა მიიღეს 12-საათიან ცვლაში გადასვლის შეთავაზება, რაზეც რა თქმა უნდა, ისინი უარს ამბობენ, არ აწყობთ ეს გრაფიკი იქიდან გამომდინარე, რომ უწევთ უფრო მეტი დატვირთვა, შესაბამისად, უფრო მეტჯერ უნდა მოვიდნენ სამსახურში და ხელფასი იგივე რჩებათ”, – აღნიშნა პროფკავშირების წარმომადგენელმა.

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ქუჩის საპროტესტო აქციები გაგრძელდება. მომდევნო აქცია სამშაბათს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან არის დაგეგმილი.

კომენტარები