მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საფრთხე შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც არიან გაჭირვებაში და სახალხო დამცველისგან საჭიროებენ დახმარებას”

“საფრთხე შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც არიან გაჭირვებაში და სახალხო დამცველისგან საჭიროებენ დახმარებას”

არასამთავრობო ორგანიზაცია “თაობათა დიალოგის” თავმჯდომარის, სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატის ნუგზარ კოხრეიძის თქმით, სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ საფრთხე შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც არიან გაჭირვებაში და საჭიროებენ დახმარებას.

მისივე თქმით, ყველა უფლებადამცველი, ორგანიზაცია, აქტორი, ახლა მყისიერად უნდა ჩაერთოს, რომ ეს პრობლემები იყოს პრევენციულად აღმოფხვრილი.

“მისი განცხადება აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან, რაც მთავარია, საფრთხე შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც არიან გაჭირვებაში და სახალხო დამცველისგან საჭიროებენ დახმარებას და მხარდაჭერას, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მე ვფიქრობ, რომ ყველა უფლებადამცველი, ორგანიზაცია, აქტორი, ახლა მყისიერად უნდა ჩაერთოს, რომ ეს პრობლემები იყოს პრევენციულად აღმოფხვრილი”, – აცხადებს კოხრეიძე.

აქტივისტები ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის რელოკაციას ითხოვენ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მისამართი გათქვა.

იოსელიანმა ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა, სად მდებარეობს თავშესაფარი. ეს მასალა ტელევიზიამ პროტესტის შემდეგ წაშალა.

კომენტარები