მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა სავარაუდოდ, გაძვირდება

საქალაქთაშორისო მგზავრობა სავარაუდოდ, გაძვირდება

საწვავის გაძვირების გამო ზოგიერთი მიმართულებით უახლოეს პერიოდში საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდება. ბაზარზე მომუშავე კომპანიების ნაწილი ფასის ზრდას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის აანონსებს.

კომპანია “ომნიბუს ექსპრესის“ დირექტორი ირაკლი კაბულაშვილი BMG-თან საუბრისას აცხადებს, რომ თუ საწვავზე ფასი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდა, მგზავრობის ტარიფი საშუალოდ 15-20%-ის ფარგლებში გაიზრდება.

ტარიფების გადახედვის მოთხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავთ მძღოლებს “დიდუბის ავტოსადგურისთვის”. ავტოსადგურის დირექტორი ნესტორ მიქატაძე აცხადებს, რომ საკითხი გათვალისწინებული მხოლოდ მათი მიმართვის შემთხვევაში იქნება.

თავის მხრივ, საწვავზე ფასის ზრდის გამო ტარიფების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ დიდუბისა და “ოკრიბას” სადგურებზე მომუშავე მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლები.

ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გამო ავტობუსების კომპანია “მეტრო ჯორჯია” ამ ეტაპზე არსებული ტარიფების გადახედვას არ გეგმავს.

კომენტარები