მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ფინალში ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ფინალში ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, თბილისში, “ავჭალის“ სტადიონზე, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა, 31:7 დაამარცხა და პორტუგალიის წინააღმდეგ ფინალში ითამაშებს.

მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 17:0 დასრულდა. ქულების მოპოვება მოწინააღმდეგემ მხოლოდ შეხვედრის მეორე ნახევარში შეძლო, თუმცა ბორჯღალოსნებმა ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის გარდა, “ბორჯღალოსნებმა“ მოიპოვეს ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრებში (მსოფლიო თასის ეგიდით ჩატარებული მატჩების გარდა) თამაშდება. რუმინელებს ეს თასი 6-ჯერ აქვთ მოგებული, ბორჯღალოსნებს 16-ჯერ.

რაგბი ევროპის ფინალი 19 მარტს, ესპანეთში გაიმართება.

კომენტარები