მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალშია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალშია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები “რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალშია. ბორჯღალოსნები ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 43:5 დაამარცხეს.

ფინალი 17 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქე მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება, რომელშიც პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.

ამ შეხვედრაში გუნდები, ტრადიციულად, ანთიმოზ ივერიელის თასისთვისაც იბრძოდნენ, რომელიც მსოფლიო თასის მატჩების გარდა, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ყველა საერთაშორისო შეხვედრის დროს თამაშდება.

ტრადიციას საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა. თასი 18-ჯერ “ბორჯღალოსნებმა“ (მათ შორის, ბოლო რვა გათამაშებაში ზედიზედ) მოიგეს, 6-ჯერ – რუმინელებმა.

კომენტარები