მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ნიდერლანდებთან ფრედ, 1:1 დაასრულა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, თუმცა ბოლო წამებზე ნიდერლანდელებმა გათანაბრება შეძლეს. მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე გოლი ტეილორმა გაიტანა.

3 მატჩის შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა მოიპოვა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის პლეიოფში გავიდა.

შეხვედრას 43 004 მაყურებელი დაესწრო, რაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დასწრების ახალი რეკორდია.

კომენტარები