მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოში ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდება

საქართველოში ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდება

ბუსტერ დოზის ვადებზე დასკვნას ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი დღეს წარადგენს. „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ მოქალაქეს, მესამე დოზის მიღება სრულად აცრიდან 3 თვის შემდეგ შეეძლება, მათთვის, ვინც „ფაიზერით“ ან „ასტრაზენეკათია“ აცრილი, მესამე დოზის გაკეთება, 5 თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

„ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი ყოველთვის დადებს დასკვნას, რომ, „სინოფარსა“ და „სინოვაკზე“, ბუსტერი დოზის მიღების საშუალება მიეცეს ყველა ადამიანს, რომელი ვაქცინითაც უნდათ – „ფაიზერით“, „სინოფარით“ თუ „სინოვაკით“. ასევე, ადამიანებს, რომელთაც „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აქვთ გაკეთებული, შესაძლებლობა ექნებათ, ბუსტერული დოზა დაიმატონ ნებისმიერი ვაქცინა დაიმატონ 5 თვის შემდეგ, ანუ ვადა 1 თვით შემცირდება“, – აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულიმბეგოვი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 099-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 197 838 აცრა გაკეთდა

კომენტარები