ტექნიკის მაღაზიათა ქსელის “აიპლიუსის” განცხადებით, საქართველოში კანქვეშა ჩიპები აღარ შემოვა.
“აიპლიუსმა Biohax International თან კონტრაქტი გაწყვიტა! რაც იმას ნიშნავს, რომ კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოვიტანთ!
მიზეზი მოქალაქეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიისათვის რელიგიური დანიშნულების მინიჭება გახდა!
ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მომხმარებელს და ვითვალისწინებთ მათი უმრავლესობის დამოკიდებულებას.
მიუხედავად იმის რომ ჩიპებს აღარ შემოვიტანთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მას არავითარი კავშირი არ გააჩნია რელიგიასთან და ეს თანამედრივე ტექნოლოგია მხოლოდ კომფორტსა და უსაფრთხოებას ემსახურება!
მარტო ის რად ღირს, როდესაც დედამიწაზე ყოველდღიურად მხოლოდ ავტოვაარიით საშუალოდ 4100 ადამიანი, ხოლო ყოველწლოურად 1.5 მილიონი იღუპება და ამ ადამიანებს რომ ჩიპი ჰქონოდათ ჩამონტაჟებული, მინიმუმ 30-40% გადარჩებოდა, რადგან უსწრაფესად მიიღებდა სამედიცინო პერსონალი ინფორმაციას პაციენტის სისხლის ჯგუფის, წნევის, ტემპერატურის, გულისცემის, ყველა წარსულში ჩატარებული სამედიცინო პროცედურის, ალერგიაზე და სხვა უამრავ ისეთ ინფორმაციაზე, რა ინფორმაციის მომენტალურად ფლობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლისათვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები