საქართველოში 4.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 12:07 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ გომთან იყო.
კიდევ ერთი მიწისძვრა დასავლეთ საქართველოში გუშინ, თბილისის დროით 19:33 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ოზურგეთთან, ბახმაროდან სამ კილომეტრში იყო.
ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.5 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
კომენტარები