იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონის“ შტამი საქართველოში მიმდინარე თვეში გამოჩნდება.
“ზოგადად ბევრი ქვეყნის გადაწყვეტილება, რომ ჩაკეტეს საჰაერო საზღვრები პირველ რიგში სამხრეთ აფრიკის იმ 6 ქვეყანასთან, რომლებშიც დაფიქსირდა, ერთადერთი რა შედეგიც შეიძლება მოიტანოს, ესაა 1-2 კვირით გადაავადოს ამ ვირუსის შეღწევა ნებისმიერ ქვეყანაში. ასევე ჩვენც ჩავკეტეთ საზღვრები. 24 ნოემბერს 6 ქვეყანაში იყო „ომიკრონი“, დღეს არის 66 ქვეყანაში. ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად არ დარჩა კონტინენტი, სადაც „ომიკრონი“ არ შესულა. საქართველოში სავარაუდოდ, დეკემბერში შემოვა.
ჩვენ ინტენსიური მიმოსვლა გვაქვს ევროპის ბევრ ქვეყანასთან, ასე რომ ამ მხრივ ქვეყნის საზღვრების დაცვა შეუძლებელია. ეს არის სრული ილუზია, რომ თუნდაც სამხრეთ აფრიკის მოქალაქეების ქვეყანაში არ შემოშვებამ, რამე ღირებული შეცვალოს. შეიძლება გადაავადოს, მაგრამ, სავარაუდოდ, დეკემბერში „ომიკრონი“ საქართველოში გამოჩნდება“, – განაცხადა ჩხაიძემ.
კომენტარები