მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველო ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალშია

საქართველო ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალშია

ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალში საქართველომ ლუქსემბურგი დაამარცხა.

“დინამო არენაზე” მატჩი საქართველოს გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

ფინალში, რომელიც 26 მარტს გაიმართება, საქართველოს ნაკრები ყაზახეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე გამართული ოთხი შეხვედრიდან ერთი მეტოქეს ჰქონდა მოგებული, ერთი ფრე იყო, ორჯერ კი ქართველებმა მოიგეს.

კომენტარები