ქუთაისში 2022 წლის ქველმოქმედი ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას, სადაც ქველმოქმედების ნიშნით გამორჩეული ორგანიზაციები წარადგინეს, საპატიო სტუმრის სტატუსით ხანდაზმულები ესწრებოდნენ.
ქუთაისის მადლიერების სახლისა და მოხუცთა პანსიონის ბენეფიციარებისათვის რესტორნის ეზოში წითელი ხალიჩა დაიგო და ფოტოკუთხე მოეწყო, სადაც ხანდაზმულებს თოვლის ბაბუასთან ერთად, სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ. მოგვიანებით კი საპატიო სტუმრებმა სპეციალურად ღონისძიებისათვის მომზადებული შემოქმედებითი პროგრამა წარმოადგინეს.
ღონისძიებაზე 2022 წლის ქველმოქმედი კომპანიის ტიტული შემდეგ კომპანიებს და ადამიანებს მიენიჭათ:
სამშენებლო კომპანია “ლა მოდერნა” – ხელმძღვანელები: გურამ აბაშიძე და დავით ხურციძე;
“ბომონდის” კლინიკების ქსელი – დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი: მამუკა მიქაძე;
ავეჯის სახლი “ნიტა”- დამფუძნებელი ბიზნესმენი კახაბერ ლევიძე; დირექტორი: მირანდა ხეცურიანი;
სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალუქსი” – დირექტორი ლევან ფორჩხიძე;
ბიზნესლედი, ქველმოქმედი – ნატალია კვანტალიანი;
ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი – სამტრედია-ხელმძღვანელი: ლაშა კვანტალიანი;
რესტორანი “ამირანი” – გენერალური მენეჯერი: ია გამეზარდაშვილი;
რესტორანი “შატო გელათი”- მენეჯერი: შორენა ფანჩულიძე;
რესტორანი “ქალაქის ჩრდილში” (ხონი) – დამფუძნებელი: ქეთევან დარსაველიძე.
ტორტის სახლი “რაფაელო” – ხელმძღვანელი: მადონა ბარათაშვილი
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატით დაჯილდოვების ღონისძიება პირველად ქუთაისში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორს საინფორმაციო სააგენტოების ქსელის პიარჯგუფი წარმოადგენდა.
კომენტარები