მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საწოლიც არ მაქვს, 24 საათი ვზივარ, სიცივეში, ყინვაში და წვიმაში, პური ერთი კვირაა არ მიჭამია”

“საწოლიც არ მაქვს, 24 საათი ვზივარ, სიცივეში, ყინვაში და წვიმაში, პური ერთი კვირაა არ მიჭამია”

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრები 70 წლის დოდო კაკაბაძე ახალ წელს არასაზეიმო განწყობით შეხვდა.

სახლს, სადაც ხანდაზმული ცხოვრობს, კარი არ აქვს, ფანჯრის მინები ჩამსხვრეულია, სახურავი ნახევრად არის გადახურული, კედლები დაბზარულია, იატაკი კი ავარიული. წვიმის დროს სახლის ყველა ნაწილში წყალი თანაბრად ჩადის.

მოხუცს არც საწოლი აქვს და ღამით სკმაზე მყოფი იძინებს.

მარტოხელა ქალი გვიყვება, რომ მის სადღესასწაულო სუფრაზე წყალში გახსნილი შაქარი, მჭადი და ტყემალი იყო.

მოხუცის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, თუმცა ამ თანხას ის ბანკში სესხის პროცენტად იხდის.

“საწოლიც არ მაქვს, 24 საათი ვზივარ, სიცივეში, ყინვაში და წვიმაში. პური ერთი კვირაა არ მიჭამია, ახალ წელს შაქარი წყალში გავხსენი და ისე დავლიე. სახლს არც კარი აქვს, არც ფანჯარა და არც იატაკი,”- აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრები დოდო კაკაბაძე.

კომენტარები