მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სებისკვერიძე, სეთური, სუთიაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

სებისკვერიძე, სეთური, სუთიაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს სებისკვერიძის, სეთურის და სუთიაშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

სებისკვერიძე – ძირითადად გავრცელებულია უბისაში და ბორითში. მომდინარეობს სიტყვისგან – სეფისკვერი (წმიდა კვერი ეკლესიაში საზიარებლად). გადმოცემით ამ გვარის წინაპრები უბისის ტაძრისთვის სეფისკვერს აცხობდნენ. ამავე ძირისაა სეფისკვერიძე.

სეთური – ეს გვარი გავრცელებულია დუშეთის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისგან – სეთი. სეთურნი სოფელია ამავე რაიონში. ამავე ძირისაა სეთაშვილი და სეთურიძე.

სუთიაშვილი – გავრცელებულია თბილისში, მცხეთასა და გორში. უკავშირდება საკუთარ სახელს სუთია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1721 წელს მოიხსენიება ვინმე ალავერდა სუთიაშვილი. ამავე ძირისაა სუთიძე.

კომენტარები