ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესს” (თბილისი, ქუთაისი და ბათუმი) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის 4-წლიანი აკრედიტაცია ოფიციალურად მიანიჭა.
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ 2017 წლიდან ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს – „College Board”-ის მიერ.
2019 წელს აკრედიტაცია მიიღო ამერიკული მააკრედიტებელი ორგანოს – AdvancED-ის მიერ, რაც სკოლა „პროგრესს“ ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას, ასწავლოს საერთაშორისო სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში.
„ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ საქართველოში და ამიერკავკასიაში მეორეა, რომელმაც AdvancED-ის ამერიკული აკრედიტაცია მიიღო.
სკოლა “პროგრესი” 2002 წელს, ქუთაისში დაარსდა, დღეს კი წარმოადგენს ერთადერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც საქართველოს სამ დიდ ქალაქში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისშია წარმოდგენილი.
კომენტარები