მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო იმ ხალხს, ვინც თბილისშია დაკავებული და არიან ნაცემები”

“სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო იმ ხალხს, ვინც თბილისშია დაკავებული და არიან ნაცემები”

სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო იმ ხალხს, ვინც თბილისშია დაკავებული და არიან ნაცემები. მე კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ, სხეულზე არ მაქვს დაზიანებები, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა მიშიკო მუმლაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი ძალიან ბედნიერია იმით, რომ „ქართული ოცნება“ არბევს მშვიდობიან მომიტინგეებს, აყალბებს არჩევნებს და უარს ამბობს ევროკავშირზე.

“სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო იმ ხალხს, ვინც თბილისშია დაკავებული და არიან ნაცემები. მე კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ, სხეულზე არ აღმენიშნება დაზიანებები. უპირველესყოვლისა მინდა ვთქვა ის, რომ ეს ქვეყანა ბრძოლას არ შეწყვეტს, რადგან ჩვენი ისტორიაა ბრძოლა თავისუფლებისთვის. მივმართავ იმ ხალხს, ვინც “ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მეგობრებო, გთხოვთ დაფიქრდით ვინ არის თქვენს მხარეს, თქვენ ირჩევთ ქართველ ხალხს თუ ირჩევთ პუტინს?! პუტინი ძალიან ბედნიერია იმით, რომ „ქართული ოცნება“ არბევს მშვიდობიან მომიტინგეებს, აყალბებს არჩევნებს და უარს ამბობს ევროკავშირზე. ადამიანები, ვინც ფიქრობენ გამოვიდნენ აქციაზე თუ არა, რა თქმა უნდა, აქ უნდა იდგნენ“, – განაცხადა მიშიკო მუმლაძემ.

ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე სამტრედიაში, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ამ დროისთვის, აქტივისტი საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

ქუთაისის მოქალაქეები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. ახლა შეკრებილები “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მიემართებიან.

კომენტარები