მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სოფელ შუქრუთში ადგილობრივების უწყვეტი პროტესტი გრძელდება

სოფელ შუქრუთში ადგილობრივების უწყვეტი პროტესტი გრძელდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

ადგილობრივები უკვე 252 დღეა, საკუთარი ქონების განადგურებას აპროტესტებენ.

შუქრუთის მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციას ითხოვს.

ადგილობრივები გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქციას თბილისში მართავდნენ, შიმშილობდნენ და პირი ჰქონდათ ამოკერილი, თუმცა უშედეგოდ.

 

კომენტარები