მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სოფელ შუქრუთში ადგილობრივების უწყვეტი პროტესტი ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება

სოფელ შუქრუთში ადგილობრივების უწყვეტი პროტესტი ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში ადგილობრივების უწყვეტი პროტესტი ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.

თითქმის 300 დღეა, შუქრუთელები ხელისუფლებისგან ყურადღებას და დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ.

სოფლის მოსახლეობა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” და სახელმწიფოსგან განადგურებული საცხოვრებლის და საარსებო გარემოს გამო სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს.

მოსახლეობამ თბილისში, პარლამენტის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, რის შემდეგაც “ქართული ოცნებისგან” მიიღო დაპირება პრობლემის მოგვარების შესახებ, რის შემდეგაც მოქალაქეები საკუთარ სოფელს დაუბრუნდნენ, თუმცა ამის შემდეგ მათ არავინ დაკავშირებია.

კომენტარები