მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სპეცოპერაცია ქუთაისში – დაკავებულია 7 ადამიანი

სპეცოპერაცია ქუთაისში – დაკავებულია 7 ადამიანი

სპეცოპერაცია ქუთაისში – “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, დაკავებულია 7 პირი.

დაკავებულთა შორისაა “ტაბახმელა 2023”-ის დირექტორი.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებიდან ერთს “ქურდული სამყაროს” წევრობას ედავებიან, დანარჩენების დაკავების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ქუთაისთან ახლოს, ბაზართან შპს “ტაბახმელა 2023”-სთან ჰქონდათ კავშირი.

ქუთაისში და მის მიმდებარედ ორი დიდი სასაწყობე აგრარული ბაზარია, დასაქმებულებთან დაკავშირებით კი ადმინისტრაციას შიდა კონკურენცია ჰქონდა და იქ მყოფი ადამიანების გადმობირება სურდათ. არსებული ინფორმაციით, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ე.წ. ნიკეას ბაზრიდან დასაქმებულებს ტაბახმელას ბაზარში გადასვლას აიძულებდნენ.

“ინფო იმერეთი” დაკავების დეტალებს შსს-ში არკვევს.

კომენტარები