მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სრული შეცდომაა მოსაზრება, რომ “ომიკრონი” სიკვდილიანობას არ იწვევს”

“სრული შეცდომაა მოსაზრება, რომ “ომიკრონი” სიკვდილიანობას არ იწვევს”

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, სრული შეცდომაა გავრცელებული მოსაზრება, რომ “ომიკრონი” სიკვდილიანობას არ იწვევს.

“ომიკრონის” გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები, რომელიც თითქმის წითელას გავრცელების მაჩვენებლებს უახლოვდება, ჯამური რაოდენობით პაციენტებს თუ შევხედავთ, არ იწვევს ჰოსპიტალიზაციას და არ იწვევს ადამიანების სიკვდილს. ეს არის ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია იქედან გამომდინარე, რომ ყველა რისკის ადამიანი, განსაკუთრებით ასაკობრივი რისკი, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულ-სისძარღვთა სისტემის დაავადება, თირკმლის პათოლოგია, მიმდინარე ონკოლოგიური პათოლოგია, ეს ადამიანები რჩებიან მაღალი რისკის პაციენტებად. გამოსავალი აქედან არის პირბადის გამოყენება და “ბუსტერული” დოზის აუცილებლობა. 3 თვე თუ გავიდა აცრიდან აუცილებლად დაიმატეთ “ბუსტერ” დოზა, ეს არის თითქმის 90% გარანტია, რომ მძიმე დაავადება არ განვითარდეს”,- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

საქართველოში “ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1400-ზე მეტია.

კომენტარები