მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სტარლინკი” საქართველოშია

“სტარლინკი” საქართველოშია

კომპანია Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. განცხადება დღეს კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა გააკეთა.

კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში მიანიჭა.

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში.

სტარლინკის ინტერნეტის გამოყენება შესაბამისი მოდემით ხდება, რომელსაც საიტზე უკვეთავთ.

სწრაფი სატელიტური ინტერნეტის ღირებულება კერძო პირებისთვის თვეში 160 ლარიდან დაიწყება, მიმღები მოწყობილობის ფასი 1 780 ლარია.

რაც შეეხება კომპანიებს მიმღები მოწყობილობის შეძენა, ჯამში, 8 821 ლარი დაუჯდებათ, ყოველთვიური გადასახადი კი 708 ლარიდან იწყება.

კომენტარები