შოვში, სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ სამაშველო ღონისძიებას.
მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 20-მდე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
რაჭაში, შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს განვითარდა.
კომენტარები