შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი 4 წლის ლუსის დედა სოფო ბაკურაძეა.
23 წლის სოფო ბაკურაძის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ამოიცნეს. ის უკვე საკუთარ სახლში, სოფელ გლოლაშია გადასვენებული.
4 წლის ლუსის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეას ანგარიში აქვს გახსნილი:
TBC #GE67TB7993945064300064 – მიმღები ლამარა ბოჭორიშვილი;
Bank of Georgia #GE27BG0000000565975342 – მიმღები ნინო (ნანა) სოხაძე;
რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.
კომენტარები