მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სულაშვილი, ტაბაღუა, ტყებუჩავა – იცოდე შენი გვარის ისტორია

სულაშვილი, ტაბაღუა, ტყებუჩავა – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს სულაშვილის, ტაბაღუას და ტყებუჩავას გვარების ისტორიას გთავაზობთ.

სულაშვილი – შედგება საკუთარი სახელისგან სულა. მოიხსენიება XII ს. ძეგლში. 1817 წელს კოდაში თავად ლუარსაბ ორბელიანის ყმებს შორის მოიხსენიება გეო სულაშვილი. სულა ამჯამად გავრცელებულია მოფერებითი ფორმით – სულიკო. სულა-დან ნაწარმოებია გვარები: სულაძე, სულავა, სულაისძე, სულიაური, სულიაშვილი.

ტაბაღუა – გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. სავარაუდოდ, დაკავშირებულია სახელთან ტაბაღი. შედარებითი ფორმა ტაბახი – უძველესი ეთნონიმი ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან. ამავე ძირისაა ტაბახია.

ტყებუჩავა – ტყებუჩა შავკანიანს ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს გვარი შავკანიანი კაცის მეტსახელიდან მოდის. გვარის მოკლე ისტორია აღწერილი აქვს გვარების მკვლევარს, პაატა ცხადაიას. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ამ გვარს 350-ე ადგილი უჭირავს, სენაკის რაიონში – მეორე, ხოლო ხობის რაიონში – 30-ე. ტყებუჩავათა ძირითადი სამკვიდროა ზანა, სადაც ამ გვარის 240 ოჯახი ცხოვრობს. ეს გვარი, ასევე, გვხვდება სოფლებში: ფოცხო – 32, ახალსოფელი (სენაკის რაიონი) – 24, საჯიჯაო – 17, ძველი აბაშა – 14, ხობი – 11, გურიკული – 8, უშაფათი – 5, აბაშა – 4 და ასე შემდეგ. გვარის ადგილობრივი ვარიანტია ტებჩა. სატყებუჩავო სოფელი ზანაძგის ორივე ნაპირას გვხვდება. სატყებუჩავო-სატყებუჩო უბანია შუა სოფელში, ძველ აბაშაში. 1995 წელს ვაუჩერი აიღო 2 310-მა ტყებუჩავამ: სენაკში – 903-მა, თბილისში – 395-მა, ხობში – 276-მა. არიან სხვაგანაც.

წყარო: აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

კომენტარები