ტყიბულის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ტყიბულის მოსახლეობას, როგორც ქალაქში, ისე რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ამ დროისათვის დაზიანების დიდი ნაწილი აღმოფხვრილია.
პერიმეტრზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და დილიდან აქტიურად ხორციელდება, როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე ცენტრალური და შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ტყიბულიდან სოფელ მუხურის მიმართულებით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია.
გაწმენდით სამუშაოებს ცენტრალურ გზაზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხოლო სოფლებსა და უბნებში, ტყიბულის კომუნალური გაერთიანება ახორციელებს.
კომენტარები