უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი საქართველოში ჩამოასვენეს.
აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.
კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში 10 ივლისს რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
47 წლის სამხედრო უკრაინის მხარეს საბრძოლველად ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში წავიდა. კახა გოგოლი აფხაზეთიდან დევნილი იყო და აფხაზეთის ომშიც იბრძოდა.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
კომენტარები