მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილია

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილია

კიევთან, ირპენში მომხდარი დაბომბვის შედეგად ორი ქართველი სამხედრო – დავით რატიანი და გიორგი ბერუაშვილი დაიღუპნენ.

ისინი ქართულ შეიარაღებულ ძალებში 2014 წლამდე მსახურობდნენ.

უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი და დაიღუპა ფრანგი მოხალისე.

მათივე თქმით, დაღუპულების ცხედრების გამოყვანა დაბომბვის ადგილიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

კომენტარები