მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში დაღუპულ მიხეილ თევდორაძეს მშობლიურ სოფელში დღეს გადაასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ მიხეილ თევდორაძეს მშობლიურ სოფელში დღეს გადაასვენებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე სამშობლოში გვიან ღამით ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სამოქალაქო აქტივისტები და ახლობლები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.

დაღუპულ მებრძოლს დღეს მშობლიურ სოფელში გადაასვენებენ და სამშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მიხეილ თევდორაძე ქალაქ ბახმუტთან დაიღუპა, მისი დის ინფორმაციით, მებრძოლებს ტყვია-წამალი გამოელიათ, რომელიც ადგილზე თევდორაძემ მიიტანა, რა დროსაც მას სნაიპერმა ესროლა.

მიხეილ თევდორაძესთან ერთად დაიღუპა სერგი ქართველიშვილიც, რომლის ცხედრის გამოსვენებაც ვერ ხერხდება.

ბახმუტში არსებული რთული მდგომარეობის გამო ჯერ ვერც 3 დეკემბერს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გადმოსვენება ხერხდება. ქალაქი ახლა ფრონტის ხაზზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია.

კომენტარები