უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დღემდე 161 ბავშვი დაიღუპა და 264 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურტურა ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა კიევის ოლქში – 75, დონეცკში – 78, ხარკოვში – 59, ჩერნიგოვში – 49, მიკოლაევში – 34, ლუგანსკში – 31, ზაპოროჟიეში – 22, ხერსონში – 29, სუმიში – 16, ჟიტომირში – 15, დედაქალაქში – 16.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება. მათგან 83 მთლიანად განადგურებულია.
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ამ დრომდე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
კომენტარები