უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 38 140 (+140) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 16.07-მდე: ტანკები – 1 677 (+5), ჯავშანტექნიკა – 3 874 (+8), საარტილერიო სისტემები – 846 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 247 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 109 (+0), თვითმფრინავი – 220 (+0), ვერტმფრენები – 188 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 687 (+6), საკრუიზო რაკეტები – 162 (+7). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 735 (+4), სპეციალური ტექნიკა – 68 (+1).
კომენტარები