მთავარიახალი ამბებიიმერეთი

უკრაინის მიერ სანქცირებული “ოცნების” მაღალჩინოსნების სიაში ზვიად შალამბერიძეც არის

უკრაინის მიერ სანქცირებული “ოცნების” მაღალჩინოსნების სიაში ზვიად შალამბერიძეც არის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესდათ.

დასანქცირებულებს შორის არის იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, რომელიც ახლა პარლამენტის წევრია. ასევე  ჩამონათვალშია:  ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და სხვა მაღალჩინოსნები:

“ინფო იმერეთი” დასანქცირებული პირების სიას გთავაზობთ: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, მამუკა მდინარაძე, ვახტანგ გომელაური, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი (გოგა) ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ქარსელაძე, კახა ბექაური.

როგორც პრეზიდენტის განკარგულებაში წერია, ჩამოთვლილი პირების სანქცირება ითვალისწინებს შემდეგს: აქტივების ბლოკირება – მათი განკარგვის უფლების დროებითი ჩამორთმევა; სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვა (სრული შეწყვეტა); უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანზიტის შეზღუდვა, ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა (სრული შეწყვეტა); უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენცია; ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერება; ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების შეწყვეტა ან შეჩერება, რომელთა მიღება (ხელმისაწვდომობა) არის გარკვეული სახის საქმიანობის განხორციელების პირობა, კერძოდ, წიაღით სარგებლობის სპეციალური ნებართვების გაუქმება ან შეჩერება; პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის აკრძალვა, სახელმწიფო ქონების ქირაობის უფლების აკრძალვა; საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვების აკრძალვა იურიდიული პირებისაგან;

კომენტარები