მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“უმუშევრობის დონე 2010 წელს იყო 27%, ახლა 17%-ზე არის ჩამოსული, 10 წელიწადში ამხელა პროგრესია”

“უმუშევრობის დონე 2010 წელს იყო 27%, ახლა 17%-ზე არის ჩამოსული, 10 წელიწადში ამხელა პროგრესია”

შედარებისთვის, უმუშევრობის დონე 2010 წელს იყო 27% ახლა 17%-ზე არის ჩამოსული, 10 წელიწადში ამხელა პროგრესია. სიღარიბის მაჩვენებელი იყო, თუ არ ვცდები, 37-38%-ზე 2010, 2011, 2012 წლებში, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი, რასაც ვსაუბრობთ, არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს ყველაფერი არის გამყარებული ფაქტებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 15.6%-ს მიაღწია სიღარიბის დონემ, რაც ჯერ კიდევ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ისტორიული მინიმუმია.

“სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, 15.6%-ს მიაღწია სიღარიბის დონემ, რაც რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ისტორიული მინიმუმია. და როგორც უკვე აღნიშნა ბატონმა ლევანმა, ყველამ კარგად ვიცით, თითქმის ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა 2012 წელთან შედარებით დააღწია თავი სიღარიბეს, 1 100 000 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 2012 წელს, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება და განახევრებულია ეს მაჩვენებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები