მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უწყვეტი პროტესტის 28-ე დღე – ქუთაისი ირჩევს ევროკავშირს 

უწყვეტი პროტესტის 28-ე დღე – ქუთაისი ირჩევს ევროკავშირს 

ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება.

28 დღეა, ადგილობრივები “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ.

მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ მშვიდობიან აქციებზე დაკავებული მოქალაქეები და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, “ქართულ ოცნებას” ტყუილად აქვს იმედია, რომ ხალხი პროტესტით დაიღლება, რადგან საქართველოს არჩევანი ევროპაა და ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას არავინ შეეგუება.

კომენტარები