მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალთა ფონდი “სოხუმის” კამპანია “ყველა ფემიციდის წინააღმდეგ“

ქალთა ფონდი “სოხუმის” კამპანია “ყველა ფემიციდის წინააღმდეგ“

ქალთა ფონდმა “სოხუმმა“ კამპანიის „ყველა ფემიციდის წინააღმდეგ“ ფარგლებში, ჟურნალისტებისა და ბლოგერების ვორქშოპს უმასპინძლა თემაზე “გენდერული ძალადობის და ფემიციდის გაშუქების სტანდარტები და ჟურნალისტიკური ეთიკა“.

ტრენერები: ანა ლობჟანიძე (სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი) და დავით ლიკლიკაძე (სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი) იმერეთში მოქმედ აქტიური მედიის წარმომადგენლებს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ: გენდერული მეინსტრიმინგი და მისი მნიშვნელობა მედია ორგანიზაციებში; მრავალფეროვნება წყაროებში; სამართლებრივი გაშუქების პრინციპები; გენდერულად მგრძნობიარე ენის გამოყენება; სექსიზმი – დეფინიცია, გამოვლინება; მასალის გაშუქების ფოკუსი; სავარაუდო მსხვერპლი/მოძალადე იდენტიფიცირება; რა იწვევს გენდერული სტერეოტიპების დამკვიდრებას მედიაში და რა უნდა ვქნათ მის აღმოსაფხვრელად.

ვორქშოპი, ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს კი სამუშაო შეხვედრის ბოლოს გადაეცათ სერთიფიკატები.

#ყველაფემიციდისწინააღმდეგ

კომენტარები