მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქართველების 8-კაციანმა ჯგუფმა საბერძნეთის რესტორანში ჯერ იქეიფა, შემდეგ იჩხუბა

ქართველების 8-კაციანმა ჯგუფმა საბერძნეთის რესტორანში ჯერ იქეიფა, შემდეგ იჩხუბა

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში სისხლიანი გარჩევის გამო, პოლიციამ 27 წლის ქართველი კაცი დააკავა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქართველებმა მამა-შვილი სცემეს იმის გამო, რომ ჩხუბის შემდეგ მათ დამშვიდებას ცდილობდნენ.

გამოცემის ცნობით, ქართველების რვა კაციანი ჯგუფი დელფინის ქუჩაზე მდებარე რესტორანში ქეიფობდა. დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ კი, ჩხუბი დაიწყო და ისინი ერთმანეთს ფიზიკურად პირდაპირ ქუჩაში გაუსწორდნენ. ბერძნული მედია დაპირისპირების მიზეზს არ ასახელებს.

ჩხუბში მონაწილეთა გაშველება და სიტუაციის განმუხტვა ბერძენმა მამა-შვილმა სცადა. ბერძნული მედიის ცნობით, ქართველები თავს დაესხნენ 37 წლის კაცსა და მის შვილს და უმოწყალოდ სცემეს. დაზარალებულის მეუღლემ მომხდარის დანახვისას საკუთარი სახლის აივნიდან ქოთნების სროლა დაიწყო, რათა დამნაშავეები შეეჩერებინა.

დაშავებული 37 წლის კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კომენტარები