“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ხახუბია თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მეუღლემ ნახა. სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.
ადგილზე სამართალდამცვები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ირაკლი ხახუბია საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
მისი შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
კომენტარები