მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქვეყანა დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშეა” – ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

“ქვეყანა დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშეა” – ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

მოქალაქეები 124 დღეა, ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათი თქმით, 34 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღიდან და “ქართული ოცნების” ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო ქვეყანა დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააპროტესტოს “ოცნების” პოლიტიკა, რადგან ეს პოლიტიკური ძალა საქართველოს ქართველების სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას აკარგვინებს.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები