ტრადიციისამებრ, ქრისტეშობის ღამეს მორწმუნეები ფანჯრებთან დანთებული სანთლებით ხვდებიან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით, ბოლო წლებია, მორწმუნეები შობის ღამეს ფანჯარაში სანთელს ანთებენ.
პატრიარქის თქმით, „შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟებაა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სახლისა და გულის კარი ღიაა, რათა იქ მესია დაიბადოს”.
კომენტარები