მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუდზე კაცი გამოვალთ და ნაგავსაყრელის მოწყობას არ დავუშვებთ”

“ქუდზე კაცი გამოვალთ და ნაგავსაყრელის მოწყობას არ დავუშვებთ”

წყალტუბოს საკრებულოს შენობასთან 5 სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა.

ადგილობრივები მათი სოფლების მიმდებარედ რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.

ხელისუფლება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ნაგავსაყრელის მოწყობას სოფელ მუხიანის მიმდებარედ გეგმავს.

მათი თქმით, არ არიან დარწმუნებული პროექტის უსაფრთხოებაში, რის გამოც პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფელში ნაგავსაყრელის მოწყობის შემთხვევაში, მოიწამლება წყალი და საძოვრები.

“ქუდზე კაცი გამოვალთ და ნაგავსაყრელის მოწყობას არ დავუშვებთ. ნაგავსაყრელი მოაწყონ დაუსახლებელ ადგილას”, – აცხადებს მოსახლეობა.

კომენტარები