მთავარიახალი ამბებისპორტი

ქუთაისელი ქომაგები საქართველო-პორტუგალიის მატჩს სპორტის სასახლეში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურებენ

ქუთაისელი ქომაგები საქართველო-პორტუგალიის მატჩს სპორტის სასახლეში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურებენ

ქუთაისელი ქომაგები საქართველო-პორტუგალიის მატჩს სპორტის სასახლეში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურებენ.

პირველი გოლი მეტოქის კარში მატჩის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0-ს უგებს.

ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიამ ჩეხეთს – 2:1, ხოლო თურქეთს 3:0 მოუგო. საქართველომ თურქეთთან 1:3 წააგო, ხოლო ჩეხეთთან 1:1 ითამაშა და მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ მოგება აძლევს ხელს.

საქართველოს ნაკრების მოგების შემთხვევაში, კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის ვხვდებით, ჯგუფური ეტაპიდან გავდივართ და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავდივართ.

კომენტარები