ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 44 110 ლარს გადაიხდის 1 წლის განმავლობაში 300 მიუსაფარი ძაღლის აეროპორტის ტერიტორიიდან გასაყვანად.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურება უნდა განხორციელდეს ჰუმანური/უმტკივნეულო მეთოდით, ამ სფეროში არსებული კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების სრული დაცვით და დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკით. აუცილებელი პირობა არის, რომ მიმწოდებელმა აეროპორტის ტერიტორიიდან გაყვანილი ძაღლი არ უნდა დააბრუნოს უშუალოდ აეროპორტის ტერიტორიაზე.
მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად, შემსყიდველის შეტყობინებიდან 1 (ერთი) დღის ვადაში.
“შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირი უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ვეტერინარული და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის რეესტრში და უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია”, – წერია ტენდერში.
წინადადებების მიღება 3 მარტს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება.
BM.GE
კომენტარები