მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ერთ-ერთ უბანს დღეს სასმელი წყალი დროებით შეუწყდება

ქუთაისის ერთ-ერთ უბანს დღეს სასმელი წყალი დროებით შეუწყდება

ქუთაისში, “ქალაქ-მუზეუმის” ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სასმელი წყალი დღეს ორი საათით შეუწყდებათ. ამის მიზეზი წერეთლის ქუჩის დასაწყისში დაზიანებული სასმელი წყლის მილია.

“წერეთლის გამზირის დასაწყისში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი ცენტრალური მაგისტრალი დაზიანდა. დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება  11 სექტემბერს, 18:00 საათიდან 20:00 საათის ჩათვლით. შესაბამისად, ამ პერიოდში,  ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ძირითადად, წყალმომარაგება ორი საათით  შეუწყდება”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

 

კომენტარები