სამ თვეში საჯარო უწყებებმა სარესტორნო მომსახურებაში 405 ათასი ლარი დახარჯეს.
ხალხის ფულით, მუნიციპალიტეტის პირველი პირები სტუმრებს რესტორანში ეპატიჟებიან.
ინფორმაცია “აი ფაქტის” მკვლევარებმა მოიძიეს და დაამუშავეს.
მუნიციპალიტეტებს შორის კვებაზე ყველაზე მეტი თანხა, 27 ათასი ლარი ქუთაისის მერიამ დახარჯა.
ქუთაისში კი, 2012 წლის შემდეგ, რაც პარლამენტი, მთავრობის სახლი, სემეკი და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქალაქიდან გადაიტანეს, შემოსავლის და დასაქმების პერსპექტივის გარეშე დარჩენილ ქუთაისს ადგილობრივები ტოვებენ.
კომენტარები