მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ

ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ

ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

მე-18 დღეა, მოქალაქეები “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ, ასევე, აქციებზე უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ქუთაისის მერიასთან შეკრებილ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს დღეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, “ქართული ოცნება” ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს აგრძელებს და აუცილებელია, ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

მათივე თქმით, “ოცნების” მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნა ქართველი ხალხის კიდევ ერთი დაცინვაა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება და პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

კომენტარები