ქუთაისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი თქმით, ისინი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ რუსეთში ცხოვრება არ სურთ.
28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენოს.
“ოცნების” გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
კომენტარები