მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის მერიასთან მორიგი საპროტესტო აქცია იმართება.

სხვადასხვა თაობის და პროფესიის ადამიანები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აპროტესტებენ.

შეკრებილების თქმით, საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ქვეყნის გარუსებას არავინ შეეგუება.

ამ დროისთვის ქუთაისის მერიასთან, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

კომენტარები