მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს

ქუთაისის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს.

დროშა პარტია “ახალის” წევრებმა თედო მესხმა და ქეთევან ხურციძემ გადმოფინეს.

“მეგობრებო, ევროკავშირის  დროშა ფრიალებს მერიის შენობასთან”, – აცხადებს თედო მესხი.

ქუთაისში გაბრაზებული ადამიანების პროტესტი მეორე დღეა, გრძელდება.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

კომენტარები